LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი 321, იმერეთი 121, შიდა ქართლი 52 – 28 იანვრის კოვიდსტატისტიკა და განაწილება რეგიონების მიხედვით

130
შემთხვევები

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 723 ახალი დადასტურებული შემთხვევა, -ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კოვიდ 19-თან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„გაგაცნობთ კორონავირუსთან დაკავშირებით, 28 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 850 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 718 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 132 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 723 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 256 287-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 932 ადამიანი გამოჯანმრთელდა

გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 246 459-ია.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 932 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 246 459-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა,
  • აჭარა – 33,
  • იმერეთი – 121 ,
  • ქვემო ქართლი – 27,
  • შიდა ქართლი – 52,
  • გურია – 9,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 78,
  • კახეთი – 42,
  • მცხეთა-მთიანეთი – 16,
  • სამცხე-ჯავახეთი -23,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

კოვიდ-19-ით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 675, საიდანაც:

2 770 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 369, აჭარაში – 208, იმერეთში – 546. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 662 პირი, მათ შორის, თბილისში – 311, აჭარაში – 49, იმერეთში – 163. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 171 პირი, მათგან თბილისში – 127, აჭარაში- 2, იმერეთში – 19. 346 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 183 – თბილისში, 115 – აჭარაში, 14 – იმერეთში. 3 559 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 538 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 219, აჭარაში – 116, ხოლო იმერეთში – 9.

სულ 6 ოქტომბრიდან – 27 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 091 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 042 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10 718 პირი, აჭარაში – 859, იმერეთში – 1 586”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კორონავირუსით ინფიცირების 723 შემთხვევა გამოვლინდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g