LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი ცარიელია, სასაფლაოებისკენ მიმავალ გზებზე კი საცობებია

490
1682538e884fbaf4cbfc78370767291e_thumb

თბილისში სასაფლაოებისკენ მიმავალი გზების უმეტესობაზე საცობებია. დილიდან ამ გზებზე ვითარებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

დაახლოებით ნახევარსაათიან საცობეში უწევთ დგომა ვაკე-საბურთალოს სასაფლაოსკენ მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს. რთული ვითარებაა თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებითაც, აქ საფლავებზე მისვლა მოქალაქეებს მხოლოდ თემქისა და ხუდადოვის მხრიდან შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ უკვე წლებია, მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები გადაადგილდება, თუმცა კერძო ავტომობილების რიცხვი არ იკლებს და გზებზე გადაადგილება წლიდან წლამდე რთულდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.

საბურთალოს, კუკიის, მუხათგვერდისა და თბილისის ზღვის სასაფლაოების მიმართულებით ავტომანქანები შემდეგი მარშრუტებით მოძრაობენ:

საბურთალოს სასაფლაოსთან ავტომანქანებით მისვლა შესაძლებელია ვაჟა-ფშაველას გამზირიდან სანდრო ეულის ქუჩისა და უნივერსიტეტის ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები უნივერსიტეტის ქუჩით, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით ტოვებენ.

კუკიის სასაფლაოს მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელა ჩიტაიას მოედნიდან, ნორიოს აღმართისა და მამარდაშვილს ქუჩის გავლით. სასაფლაოს ტერიტორიას ავტომანქანები ცაიშის, ქვალონის, აბაშიძისა და 9 ძმის ქუჩებით ტოვებენ.

მუხათგვერდის სასაფლაოსკენ ავტომანქანებისთვის მოძრაობა შესაძლებელია როგორც დავით აღმაშენებლის ხეივნიდან, ასევე – ფარნავაზ მეფის გამზირიდან.

თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით ავტომანქანებისთვის მოძრაობა ნებადართულია ხუდადოვისა და ანაპის დივიზიის ქუჩებით, ასევე, თემქის მხრიდან. სასაფლაოდან წამოსვლა შესაძლებელია მუხრანის, ბეჟანიშვილისა და ხუდადოვის ქუჩებით.

ამავე მარშრუტებით მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი სასაფლაოებთან მიმოსვლისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g