„თბილისი ენერჯი“ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის სახლში თვითნებურად დამონტაჟებული გამათბობლის ფოტოებს ავრცელებს, სადაც ერთი ოთახიდან საკვამლე მილი მეორე ოთახში, დახურულ სივრცეში გადის.
„უსაფრთხოების ერთ-ერთი დიდი დარღვევა, რაც კი ოდესმე გვინახავს – გამათბობელი დამონტაჟებულია მისაღებ ოთახში, ხოლო საკვამლე მილი გადის ლოჯიაში!
გთხოვთ, მიაქციეთ ყურადღება თქვენს სახლში დამონტაჟებულ გაზის დანადგარებს! არ გამოიყენოთ კუსტარული აკრძალული დანადგარები“, -აღნიშნულია “თბილისი ენერჯის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.