LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების რიგით მე-17 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს

107
გამოფენა

6-8 ივნისს, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების რიგით მე-17 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება.

გამოფენაზე შეხვდებით ქართველ მწარმოებლებს საოჯახო მარნებიდან მსხვილ კომპანიებამდე, დარგის ექსპერტებს, თრეიდერებს, საერთაშორისო მედიასა და ჰორეკა სფეროს წარმომადგენლებს.

გამოფენაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტექნოლოგიებისა და დამხმარე მასალების (შესაფუთი მასალები, სასუქები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, მინა, აქსესუარები, სერვისები და სხვა) მომწოდებელი კომპანიები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ღვინის ექსპორტის ფორუმი, რომელიც ქართველი მეწარმეებისთვის საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებაში დახმარებას ისახავს მიზნად.

გამოფენის პარალელურად ჩატარდება ღვინის საერთაშორისო კონკურსი, რომლის გამარჯვებულებსაც ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს.

magti 5g