LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისი ჰაუსის“ სააქციო შეთავაზება – 35 000 ლარამდე ფასდაკლება ერთიანი გადახდისას

553
თბილისი ჰაუსი

სამშენებლო დეველოპერული კომპანია „თბილისი ჰაუსი“ მიმდინარე პროექტებში – „გორგასალი თაუერი“ და „ჰაუს დიღომი“ ბინის შეძენის მსურველებს, ერთიანი გადახდის შემთხვევაში, 35 000 ლარამდე ფასდაკლებას სთავაზობს. სააქციო შეთავაზება ძალაშია თებერვლის ბოლომდე.

სამშენებლო დეველოპერული კომპანია „თბილისი ჰაუსი“ ბაზარზე 2019 წლიდან წარმატებით ოპერირებს და საზოგადოებას  უმაღლესი ხარისხისა და შესრულების სამშენებლო პროექტებს სთავაზობს.

ქალაქის სხვადასხვა უბანში, ამ დროისთვის, დასრულებულია 4 პროექტი, 3 პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს ისანში, დიღომსა და ორთაჭალაში, ხოლო 2 საცხოვრებელი კომპლექსი პროექტირების პროცესშია.

კომპანიის მიმდინარე პროექტები „გორგასალი თაუერი“ და „ჰაუს დიღომი“ მრავალფუნქციური კომპლექსებია, რომელთა კონცეფციაც სრულად ერგება თანამედროვე ინფრასტრუქტურის სტანდარტებსა და უახლეს სამშენებლო მოთხოვნებს.

„გორგასალი თაუერი“ დედაქალაქის ისტორიულ უბანში, ორთაჭალაში (გორგასლის #32) შენდება. პროექტის ერთ-ერთი უპირატესობა მის ოპტიმალურ გეგმარებაშია, რომელიც გულისხმობს სივრცის პრაქტიკულ გამოყენებასა და ინტერიერში მზის სხივების თანაბარ შეღწევადობას.

„ჰაუს დიღომი“ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და პერსპექტიულ უბანში – დიღომში შენდება. ის განსხვავებული არქიტექტურის შენობაა და ყურადღებას იქცევს უნიკალურობით. კომპლექსს გამოარჩევს: ენერგოეფექტური ბინები; ხის მასალით მოპირკეთებული აივნები; აივნებზე ჩაშენებული გათბობის და გაგრილების კარადები; ხის და აგურის ფაქტურის კომბინაციით დახვეწილი ფასადი; გამწვანებული ეზო; საბავშვო სივრცე. კომპლექსის სიახლოვეს არის სავაჭრო და სარეკრეაციო სივრცეები, საგანმანათლებლო და სპორტული დაწესებულებები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ. პროექტი „ჰაუს დიღომი“ 3 თვეში სრულდება.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g