LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თბილისი მოლში” საქორწილო ფესტივალი დაიწყო

110

პირველად საქართველოში, 17-დან 19 ივნისამდე “თბილისი მოლში” საქორწილო ფესტივალი იმართება. როგორც ”ფორტუნას” მოლიდან აცნობეს, მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ დაგეგმონ საკუთარი ქორწილი და შეარჩიონ საქორწილო პროდუქტები და სერვისები ერთ სივრცეში.

მათივე ინფორმაციით, გარდა სერვისებისა და პროდუქტებისა,  სამი დღის განმავლობაში, დილის 10 საათიდან საღამოს 10 საათამდე, ”თბილისი მოლში” მოეწყობა გასართობი ღონისძიებები და მონაწილე კომპანიები გაათამაშებენ პრიზებს.

ფესტივალზე 30-მდე კომპანიაა  წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g