LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„Tbilisi Open Air“–ზე დასწრების მსურველთათვის მერია უფასო ავტობუსებს ნიშნავს

32

თბილისის მერია „Tbilisi Open Air“ მუსიკალურ ფესტივალზე დასწრების მსურველთათვის უფასო ავტობუსებს ნიშნავს, რომლებიც 29 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, 14:00 საათიდან 00:00 საათამდე იმოძრავებენ.

უფასო მუნიციპალური ავტობუსები 10-15 წუთის ინტერვალით, მეტრო „დელისი“-დან გავლენ, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ქავთარაძის N1-თან მობრუნდებიან, გზას ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე განაგრძობენ და იონა ვაკელის, ბუდაპეშტისა და ივანე ბერიტაშვილის ქუჩების მეშვეობით ლისის ტბაზე ავლენ.

უკუმიმართულებით მორაობისას გაივლიან ბერიტაშვილის, ბუდაპეშტისა და ვაკელის ქუჩებს, ჩაუხვევენ ვაჟა-ფშაველას გამზირზე და კვლავ მეტრო „დელისთან“ გაჩერდებიან.

tbilisi.gov.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები