სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან ხმაურია. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სწორედ „სირცხვილიას“ ოფისთან გადაინაცვლეს. ისინი შენობის მიმართულებით ბოთლებსა და სხვადასხვა ნივთებს ისვრიან – დაზიანდა შენობა და ჩამსხვრეულია შუშები.
“თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეთა ნაწილი ასევე იმყოფება ინგოროყვას ქუჩაზე, სადაც მათივე განცხადებით “თბილისი პრაიდის”ერთ-ერთი ოფისი მდებარეობს. ადგილზე მისული პირები შენობის მიმართულებით ბოთლებს, სამშენებლო ფილებსა და სხვადასხვა სახის ნივთებს ისვრიან.
მანამდე,„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები საქართველოს პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილი, სადაც გადაწყდა, რომ ყველა იმ ადგილზე მივლენ, სადაც „თბილისი პრაიდის“ მომხრეთა ოფისები მდებარეობს.
პრაიდის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ გაშლილი კარვები აიღეს
დღესვე, “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, პოლიციამ ჟურნალისტები დაპირისპირების ადგილს განარიდა.
დღესვე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა “პრაიდის” მონაწილეებს მოუწოდა ისარგებლონ შეთავაზებული ღირსების მარშის ჩასატარებლად სხვა ალტერნატიული ადგილებით ისარგებლონ.
“დღეს დაგეგმილი მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად. დღევანდელი აქცია, სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს, მოსახლეობის უმრავლესობისთვის აქციის ჩატარება არის მიუღებელი, შსს არის მუდმივ კონტაქტზე პრაიდის ორგანიზატორებთან, მათ განემარტათ საფრთხეები და მიეცათ ალტერნატიული ადგილის შერჩევის შესაძლებლობა. მე მოვუწოდებ გაითვალისწინონ.”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
პრემიერი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს დღევანდელი მარშის სხვა ლოკაციაზე ჩატარებას სთავაზობს