თბილისი-რომი-თბილისის რეიზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო. საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსაყვანად, Myway Airlines იტალიის მიმართულებით ფრენას 17 ივლისს განახორციელებს.
თბილისი – რომი – გაფრენა 12:00; ჩაფრენა 14:10;
რომი – თბილისი – გამოფრენა 15:10; ჩამოფრენა 20:40;
ბილეთების შეძენა შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე! www.mywayairlines.com მგზავრობის საფასური ერთ მგზავრზე შეადგენს 199 ევროს.
„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ავიაბილეთები, სახელის ცვლილებას, გადაყიდვას და დაბრუნებას არ ექვემდებარება“, – აცხადებენ Myway Airlines-ში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, Myway Airlines-ი ინფექციების თავიდან აცილების მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს.