თბილისი-ვარშავას საჰაერო ხაზზე კიდევ ერთი ჩარტერული რეისი დაინიშნა. ფრენა 8 იანვარს შედგება და მას ქართული ავიაკომპანია georgian airways შეასრულებს.
„ძვირფასო მგზავრებო! #Wfly-თან თანამშრომლობით, დანიშნულია ჩარტერული რეისი: თბილისი-ვარშავა, 8 იანვარს (ამჯერად მხოლოდ 1 გზა) TBS გაფრენა 09:00 – 09:45 ჩაფრენა WAW. დამატებითი ინფორმაციისათვის და ბილეთების შესაძენად, დაუკავშირდით პარტნიორ კომპანიას: 032 2 05 27 03“ – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.
ცნობისთვის, ავიაბილეთის ღირებულება, აქციის ფარგლებში, 1050 ლარია და მასში შედგის: 8კგ ხელბარგი, 23 კგ ჩასაბარებელი ბარგი.