ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ახალ მიმართულებას ამატებს. ავიაკომპანია ოპერირებას თბილისი-ვილნიუსის საჰაერო ხაზზე იწყებს. ავიამიმოსვლა 2 აპრილიდან განხორციელდება.
როგორც Georgian Airways-ში აცხადებენ, პირდაპირი რეისები საქართველოსა და ლიეტუვას დედაქალაქებს შორის კვირაში 3 სიხშირით შესრულდება: ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს.