LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან ევროპის მსხვილი ქალაქების მიმართულებით ფრენები დროებით უქმდება

543
26

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით ფრენებს დროებით აუქმებს, ან სიხშირეებს ამცირებს. ქალაქებს შორის, საითკენაც დროებით ფრენები შეჩერდება, არიან: ბარსელონა, ლონდონი, ბრიუსელი და ევროპის სხვა მსხვილი ქალაქები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, Georgian Airways-გან მათ სააგენტოში შევიდა შეტყობინებები რამდენიმე მიმართულებით და პერიოდულობით ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით, კერძოდ:

თბილისი–ბარსელონა – ფრენები უქმდება 20.11.2019-დან 18.12.2019-მდე და 12.01.2020-დან 04.03.2020-მდე. შუალედში შესრულდება ფრენები;

თბილისი–ბოლონია – ფრენები უქმდება 08.11.2019-დან 18.12.2019-მდე და 10.01.2020-დან 04.03.2020-მდე. შუალედში შესრულდება ფრენები;

თბილისი–ბრიუსელი – ფრენები უქმდება 21.11.2019-დან 12.12.2019-მდე და 16.01.2020-დან 05.03.2020-მდე. შუალედში შესრულდება ფრენები;

თბილისი–პრაღა – ფრენები უქმდება 19.11.2019-დან 10.12.2019-მდე;

თბილისი–ლონდონი – ფრენები უქმდება 23.11.2019-დან 07.12.2019-მდე და 15.01.2020-დან 11.03.2020-მდე. შუალედში შესრულდება ფრენები;

თბილისი–ბერლინი – ფრენები უქმდება 6 და 16 დეკემბერს, ხოლო 17.01.2020-დან 06.03.2020-მდე გაუქმდება ფრენები ყოველ პარასკევს და ამ პერიოდის განმავლობაში ფრენები შესრულდება მხოლოდ 1 სიხშირით;

თბილისი–კიევი – 6 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე უქმდება ყოველი ოთხშაბათი დღე და ამ პერიოდის განმავლობაში ფრენები შესრულდება კვირაში 2 სიხშირით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები