15 დეკემბრიდან სომხური ავიაკომპანია Armenia თბილისი–ერევანი–მოსკოვის მიმართულებაზე ტრანზიტულ ფრენებს განაახლებს. ინფორმაციას სააგენტო „ავიანიუსი“ თავად ავიაკომპანიაზე დაყრდნობით აცხადებს.
Armenia-მ facebook-ის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სომხეთში გადაფრენა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისათვის თავისუფალია, ხოლო საქართველოს მიმართულებით გადაფრენა კი ნებადართულია თავად საქართველოს მოქალაქეებისათვის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომელთაც ქვეყანაში შესვლის სპეციალური ნებართვა (ბიზნესის მიზნით, სტუდენტებისათვის) გააჩნიათ. ასევე იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომელთა მეუღლე საქართველოს მოქალაქეა.
რაც შეეხება რუსეთის მიმართულებით ფრენებს, ქვეყანაში შესვლა შეუძლით რუსეთის მოქალაქეებს და რუსეთში ბინადრობის უფლების მქონე ადამიანებს. ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა ოჯახის წევრიც რუსეთის მოქალაქეა. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე