თურქული ავიაკომპანია AtlasGlobal, რომელიც ქართულო ავიაბაზარზე 1 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება, მგზავრებს მოსკოვში მოხვედრის მარტივ გზას სთავაზობს.
როგორც AtlasGlobal-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, თურქული ავიაკომპანია ბიზნესმენებს, მოგზაურებსა და სტუდენტებს მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენას, სტამბოლის გავლით შესთავაზებს.
როგორც ცნობილია, AtlasGlobal სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე რეგულარული ავიარეისების შესრულების დაწყებას 16 ივლისიდან, კვირაში 7 სიხშირით გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ ავიარეისები სტამბოლის ახალი აეროპორტიდან შესრულდება, ვინაიდან AtlasGlobal სწორედ აეროპორტ “სტამბოლშია” ბაზირებული.
შეგახსენებთ, AtlasGlobal-მა საქართველოს მიმართულებით ფრენები 2018 წლის 26 აპრილიდან შეწყვიტა.