LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისიდან პარიზის და ბარსელონას მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი ინიშნება

64

თბილისიდან პარიზის და ბარსელონას მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი ინიშნება.ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ევროპის ორი უმსხვილესი ქალაქისკენ ფრენას 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყებს.

როგორც ”ფორტუნას” Georgian Airways-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბექა მჭედლიშვილმა განუცხადა, ჯერჯერობით უცნობია ფრენები რა სიხშირით შესრულდება, ასევე უცნობია ავიაბილეთის ღირებულებაც.

”აღნიშნული მიმართულებებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება, საზოგადოების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის გამო გადაწყვიტეთ. ჩავატარეთ ბაზრის კვლევა და აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ 2 ქალაქზე ძალიან დიდი მოთხოვნაა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე. ამიტომ, გაზაფხულიდან ჩვენი მგზავრები უკვე შეძლებენ მარტივად და კონფორტულად იმგზავრონ”, – აღნიშნა ბექა მჭედილშვილმა. მისივე ინფორმაციით, Georgian Airways მგზავრებს პირდაპირ პარიზისა და ბარსელონას ცენტრალურ აეროპორტებში ჩაიყვანს.

შეგახსენებთ, 2017 წლის გაზაფხულზე Georgian Airways-მა პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება ლონდონისა და პრაღის მიმართულებითაც დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები