LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის 5 რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება – „თელასი“ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს

213
შუქი

მთაწმინდის, კრწანისის, სამგორის, ჩუღურეთის და ნაძალადევის რაიონების მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ელექტრომომარაგების შეზღუდვის მიზეზად კომპანია „თელასი“ გეგმური სამუშაოების ჩატარებას ასახელებს და ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), საქნავთობის დასახლების (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის, თამრო ვაშლოვნელის, იოსებ აბაკელიას და გიორგი ჩიკვაიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), საქნავთობის დასახლების (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის, თამრო ვაშლოვნელის, იოსებ აბაკელიას და გიორგი ჩიკვაიძის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუმისის, ურიცკის, ფშავის, ტირიფონის, შალვა მჭედლიშვილის, გუმბრის, ჩაისუბნის, თოიძის, გედევანიშვილის, ხეთაგუროვის, ბუხაიძის, ანთელავას, სამრეკლოს, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ჯავახიშვილის, ნოე ჟორდანიას, სანაპიროს, წმინდა ნიკოლოზის, ნეკრასოვის, სულიაშვილის, პლატონის, ელენე ახვლედიანის, ნინო ჩხეიძის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ტოლსტოის, მოსე გოგიბერიძის, გორკის, ციმაკურიძის, გამცემლიძის, ნათიშვილის, ადიგენის, შიო არაგვისპირელის, ვეძათხევის და ლოჭინის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიჭიკო ბენდელიანის, პეტრე გრუზინსკის, დიდი-ჯიხაიშის, მოლოკოვის, ზედაზენის, იმერეთის, კოკინაკის და ჯავის ქუჩების მოსახლეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები