LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის 6 რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება – იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

236
შუქი

ისნის, მთაწმინდის, ნაძალადევის, ვაკის, საბურთალოს და სამგორის რაიონების მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ელექტრომომარაგების შეზღუდვის მიზეზი გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებაა.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცაბაძის და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვირსალაძის, 9 აპრილის, ასათიანის, ინგოროყვას, კრავეიშვილის, კოტეტიშვილის და ჩიტაძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბარამიძის, ბუაჩიძის და თიანეთის ქუჩების  მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის, მუხაძის, აბაშიძის, ბერძენიშვილის, ტაბიძის, რაზმაძის, ცხვედაძის და ახმეტელის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის, მუხაძის და აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის, ჯანაშვილის, ნაფარეულის, ქუთათელაძის, შროშის, ქობულეთის, ერისთავის და კეკელიძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის, საბურთალოს, პოლიტკოვსკაიას, ქავთარაძის, სანდრო ეულის, ანჯაფარიძის, იოსელიანის, დანელიას, წმინდა მოწამე ვასილისკოს, კამანის, ინტენსიფიკაციის, ნადარეიშვილის, დელისის და გაზაფხულის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და იუმაშევის ქუჩის მოსახლეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები