LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის 7 რაიონს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება – „თელასი“ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს

717
შუქი

ისნის, საბურთალოს, ვაკის, დიდუბის, სამგორის, ჩუღურეთის და კრწანისის რაიონების მოსახლეობას დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. აღნიშნულის მიზეზად კომპანია „თელასი“ გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას ასახელებს.

„ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის მოედნის, ბოგდან ხმელნიცკის, აბუსერიძე-ტბელის, ჯავახეთის, ცისკარიშვილის, ლორთქიფანიძის, წულაძის, ნადარეიშვილის, სამგორის, მდივანის, მეველეს, მანავის, მალხაზის, საექიმოს, დარსიჭალის, ჩოლოყაშვილის, დოდაშვილის, იუნკერთა, ჩკალოვის, ლობჟანიძის, რთველაძის, ახმედ ჯავადის, მარჯორი უორდროპის, მიკოლა ბაჟანის, არტურ ლაისტის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ნავთლუღის და აბრამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, პოლიტკოვსკაიას, მინდელის, მიხეილ ასათიანის, ბახტრიონის, კოსტავას, მიხეილ თამარაშვილის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ფანასკერტელი-ციციშვილის, თოფურიძე ვალენტინის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის, შროშის და ქობულეთის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახმეტელის, ლუბლიანას და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების და ჭირნახულის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, III, IIIა მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სესილია თაყაიშვილის და ნიკოლოზ ლანდიას ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  უზნაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გალაკტიონ ტაბიძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, შოთა ნიშნიანიძის და სანაპიროს ქუჩების მოსახლეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g