LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტებს შორის მოხვდა

74
240954197-4144823932281702-4437457791405197073-n

„Skytrax World Airport Awards 2021“-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად ზედიზედ მერვედ დასახელდა.

მგზავრთა გამოკითხვის შედეგად – ბუდაპეშტის, ბუქარესტის, ტალინის, რიგის, კიევის ბორისპოლის, თბილისის, ბელგრადის, ბრატისლავას, ზაგრებისა და სოფიას, საერთაშორისო აეროპორტები – 2021 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტად დასახელდნენ.

Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. World Airport Awards მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში, მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g