უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, დღეს, თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდება.
ფოტო: უკრაინაში ერთიანობის დღეს აღნიშნავენ
ზელენსკის გამოწვევა სოციალურ ქსელში: “გადაიღე ფოტო ან ჩაწერე ვიდეო უკრაინის დროშით, ეს დღე ჩვენია…”
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
“სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს! – ეს იქნება თბილისის კიდევ ერთი გზავნილი მეგობარი კიევისადმი.
ასევე, ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობა ლიეტუვის დროშის ფერებში განათდება”, – ნათქვამია განცხადებაში.