LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ბაგა-ბაღებში ახალი, სააღმზრდელო წელი დაიწყო

182
DMIV4238

თბილისის ბაგა-ბაღებში ახალი, სააღმზრდელო წელი დაიწყო. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე სააღმზრდელო პროცესის წარმართვას დიდუბის რაიონში მდებარე, N93 და N102 საბავშვო ბაღებში გაეცნო.

კახაბერ გვანცელაძე:

მინდა, ყველა პატარას მივულოცო სააღმზრდელო პროცესის დაწყება. განსაკუთრებით კი N93 და N102 ბაღების აღსაზრდელებს, რადგან მათ სრულიად განსხვავებულ, თანამედროვე და ადაპტირებულ გარემოში მოუწევთ სკოლამდელი განათლების მიღება. მართალია, პანდემიის გამო, ბავშვების მიღება განსხვავებული წესებითა და ფორმატით გვიწევს, მაგრამ ეს უპირველეს ყოვლისა, სწორედ ჩვენი პატარების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი”.

N102 და N93 საბავშვო ბაღების მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. სკოლამდელი დაწესებულებები ათჯგუფიანია და 300-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობები ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოებისთვის სავალდებულო საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისად.

თბილისში სულ 183 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g