LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის გენერალური გეგმის მერიისთვის წარდგენა ისევ გადაიდო

71

დედაქალაქს ახალი გენერალური გეგმა კვლავ არ აქვს.

თბილისის გენერალური გეგმის  მერიაში წარდგენა კიდევ ერთხელ გადაიდო. არქიტექტურის სამსახურში “ფორტუნასთან” განაცხადეს, რომ გეგმის ძირითადი დოკუმენტები შედეგილია, თუმცა მიმდინარეობს ტექნიკური საკითხების დაზუსტება.

“როგორც ვიცი ტექნიკური საკითხები ზუსტდება და გეგმის წარდგენა რამდენიმე დღით გადაიდო. ძალიან დიდი და მრავლისმომცველი დოკუმენტია და ზუსტად არ ვიცით თარიღი, როდის წარადგენენ მას”, – განაცხადეს არქიტექტურის სამსახურის პრესცენტრში.

დოკუმენტზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და ჯგუფს მისი დასრულების ვადა მიმდინარე წლის 15 მაისამდე ჰქონდა.

დოკუმენტზე საერთაშორისო კონსორციუმი და დარგის 200-მდე სპეციალისტი მუშაობს. გეგმა ისეთ ძირეულ პრინციპებს ითვალისწინებს, როგორიცაა: თბილისი,  –  ჯანმრთელი, მწვანე, ტოლერანტული, საცხოვრებლად მოსახერხებელი, კომპაქტური, რესურს- დამზოგავი, ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული უნიკალურობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული, “ჭკვიანი ქალაქი” ( Smart City ).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები