LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია საქართველოს ახლად არჩეული პატრიარქის ინტრონიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

257
თბილისის მერია

თბილისის მერია საქართველოს ახლად არჩეული პატრიარქის ინტრონიზაციაზე დასწრების მსურველთა უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ მერია განცხადებას ავრცელებს.

„მოქალაქეები მუნიციპალური ავტობუსებით პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრამდე, ქვეყნის 142-ე პატრიარქის ინტრონიზაციის დასრულების შემდეგ კი ისევ რესპუბლიკის მოედნამდე იმგზავრებენ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი 12 მაისს, 08:00 საათზე გავა თბილისიდან მცხეთის მიმართულებით.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, შიო III-ის აღსაყდრების ცერემონია ხვალ, 10:00 საათზე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ: „გვწამს, რომ თქვენი მოღვაწეობა სიმშვიდის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა“

ირაკლი კობახიძე: „დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა – სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g