LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერობაზე არასდროს მიფიქრია, არც ახლა ვფიქრობ… ვიცი, რომ განიხილებოდა ჩემი კანდიდატურა. სიამოვნებით მივემხრობი ნიკა მელიას: თაკო ჩარკვიანი 

62
თაკო ჩარკვიანი

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი, გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილებოდა.

როგორც ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცახდა, „მას ამაზე არასდროს უფიქრია და არც ახლა ფიქრობს“. მისივე თქმით, სიამოვნებით მიემხრობა ნიკა მელიას კანდიდატურას.

ნამდვილად არასდროს მიფიქრია, არც ახლა ვფიქრობ. თუ ვიღაცამ რაღაც სურვილი დაინახა, ეს მხოლოდ თუ გაგახარებს ადამიანს. ვიცი, რომ განიხილებოდა, ვიცი ამის შესახებ, რადგან ჩემთან მოსულები იყვნენ, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, არ მიფიქრია ამაზე არასდროს და არც ახლა ვფიქრობ. მე დავუჭერ მხარს იმ ადამიანს, ვისაც დასავლური ვექტორი გადაწყვეტს იყოს გაერთიანებული ოპოზიციიდან. მკითხეს კიდეც, ნიკაზე არის დიდი ხანია საუბარი და სიამოვნებით მივემხრობი ნიკა მელიას. ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა თქვა, ვერ ვხედავ კანდიდატურას, რომ კონკურენცია გაუწიოსო. მე რომ ვამბობ, არ არიან ოპოზიცია და გაიგეთ-მეთქი და არავის ჯერა, ახლა ხომ კარგად დაიჯერეს უკვე. მოდით, ვისაუბროთ ვინმე ნიკა მელიაზე, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეობაზეა საუბარი, იმაზე დიდი მომხრე, ვიდრე კალაძე იყო „ნაციონალური მოძრაობის“, 5-იანს, რომ გვიჩვენებდა, კარგად გვახსოვს. გირგვლიანი მომხდარი იყო უკვე, ნიკა მელია ჩემ გვერდით მახსოვს 7 ნოემბრის დროს, როცა მე გირგვლიანს ვაპროტესტებდი, მაგრამ კახი კალაძე – არა. კახი კალაძე მახსოვს მომხრე იყო ზუსტად იმ პერიოდში“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

პოპულარულები