LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერობის კანდიდატობას თითქმის აღარ განვიხილავ: ნიკა მელია

62
ნიკა მელია 2

„ნაციონალური მოძრაობის “ თავმჯდომარე „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ თბილისის მერობის კანდიდატად, საკუთარ თავს „თითქმის აღარ განიხილავს“. მელიას თქმით, თბილისის მერობა მისთვის შემაფერხებელი ფაქტორი იქნება, „ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ეროვნულ დონეზე კამპანია ჩაატაროს“.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ მთავარია, დიდ ქალაქებში ოპოზიციას ჰყავდეს საერთო კანდიდატები და სწორედ ამის ძიება მიმდინარეობს ახლა.

„თბილისის მერობის კანდიდატობას თითქმის აღარ განვიხილავ, ისევე, როგორც არ განვიხილავდი ციხიდან გამოსვლის შემდეგ, უბრალოდ, ანგარიშს ვუწევ კოლეგა, პარტნიორი პარტიების წარმომადგენლებს, ვინც დაინტერესებულია გამარჯვებით. ჩემთვის მთავარია შედგეს გამარჯვების კამპანია. მე ყველა შემთხვევაში ვიქნები ბრძოლის ავანგარდში.

სიმართლე გითხრათ, თბილისის მერობის კანდიდატობა ჩემთვის შემაფერხებელი ფაქტორი იქნება, მქონდეს შესაძლებლობა, ჩავატარო კამპანია ეროვნულ დონეზე. თუკი ხარ თბილისის მერობის კანდიდატი, ზუგდიდში ნაკლებად მოახერხებ ჩასვლას, არადა, მიმაჩნია, რომ ზუგდიდშიც უნდა ვიყო და ქუთაისშიც“, – თქვა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები