LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მეტრო, მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

124
metro_w_h

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პანაშვიდებთან დაკავშირებით იცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო საათები. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს, თბილისის მეტრო მგზავრებს 02:00 საათამდე მოემსახურება. აღნიშნული ცვლილება იმოქმედებს 20 და 21 მარტსაც.

ასევე, გახანგრძლივდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების სამუშაო საათები და 20 და 21 მარტს, მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ ასევე, 02:00 საათამდე ისარგებლონ.

“ამავე პერიოდში, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება”, – აღნიშნულია თბილისის მერიის პრესრელიზში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g