LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მოსახლეობისთვის დღეიდან გაზი გაძვირდა

66
გაზი

დღეიდან დედაქალაქში ბუნებრივი აირის მოხმარების ფასი იზრდება. გაზი 8 თეთრით გაძვირდა და ნაცვლად 46-სა ერთ კუბურ მეტრზე მისი ფასი 54 თეთრი იქნება.

“თბილისი ენერჯიმ” ბუნებრივი აირის გაძვირება სემეკს ლარის კურსის გაუფასურების გამო მოსთხოვა, მარეგულირებელმა კომისიამ კი მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ახალი ტარიფი 2022 წლის ბოლომდე იმოქმედებს. ტარიფის გაძვირებას ანალოგიური მიზეზით კიდევ ორი მომმარაგებელი კომპანია მოითხოვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g