LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ოპერის დირიჟორი, რომელმაც ცოლი მოკლა და მასთან ცხოვრების პერიოდიც სასჯელში ჩაუთვალეს…

219

რეჟისორმა დავით საყვარელიძემ ძალიან საინტერესო ამბავი გაიხსენა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორიიდან, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ოპერის მოყვარულებმა იციან, მაგრამ მაინც დავწერ.

თბილისის ოპერის დირიჟორმა ემანუილ სტოლერმანმა ცოლი მოკლა. მენშევიკურ მთავრობას კი სიკვდილით დასჯა იმ დროს აუკრძალავს. დირიჟორს 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ სასჯელი ისე გამოთვალეს, რომ ცოლთან თანაცხოვრების პერიოდიც სასჯელში ჩაუთვალეს და ამიტომ პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გაუთავისუფლებიათ.

სინამდვილეში კი რა ყოფილა: სტოლერმანი უზომო თაყვანისმცემელი ყოფილა ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის. ცოლი კი ძალიან ანჩხლი ჰყოლია. სულ ჩხუბობდნენ. ერთხელაც ჩხუბის მერე ცოლმა ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერის“ ხელნაწერი პარტიტურა დაუხია სულ ნაკუწნაკუწ. გაგიჟებულა სტოლერმანი, მაგრამ ისე ეშინოდა ცოლის, რომ ვერაფერი გაუბედა. როცა ცოლმა დაიძინა, დირიჟორი შიშისგან საძინებელშიც კი არ შესულა, კარის ხვრელში შეყო რევოლვერის ლულა და ისე ესროლა. ადგილზევე გააცხობინა სული ცოლს!

სიგიჟეა არა? მაგრამ ნამდვილი ამბავია.

პრესასაც ბევრჯერ დაუბეჭდავს ამის შესახებ.

სადღაც წავაწყდი ინფორმაციას, რომ რამდენიმე დღის წინ გამოუციათ ნოტები. ნეტავი რომელი რედაქციით იხელმძღვანელეს? ან რომლით დგამენ ახალ აბესალომს? ალბათ, ვახტანგ ფალიაშვილის მიერ გადაწერილით, არა?“ – წერს რეჟისორი საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე.

f58446cc-7645-4f23-94f6-91141c5c209d

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g