LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საბავშვო ბაღებით კმაყოფილების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია

77

თბილისში მუნიციპალური საბავშვო ბაღებით კმაყოფილების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია და 82%-ს შეადგენს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით ჩატარებულ კვლევაში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მუნიციპალიტეტების/ცენტრალური ხელისუფლების მიერ მიწოდებული სერვისებით მოსახლეობის კმაყოფილების დონის განსაზღვრას.
ანგარიშის თანახმად, თბილისში მუნიციპალური ბაღებით კმაყოფილების მაჩვებელი 2013 წელს 64%-ს შეადგენდა, 2015 წლისთვის კი 82 %-მდე გაიზარდა.
კვლევის ფარგლებში შესწავლილი იყო ასევე მუნიციპალური ბაღების ხელმისაწვდომობა მოსახლეობისთვის. ანგარიშში აღნიშნულია, რომ თბილისში საჯარო ბაღების ხელმისაწვდომობა 100%-ს შეადგენს. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 89% იყო.
კვლევა ჩატარდა 2015 წლის ნოემბერში, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაკვეთით. კვლევა ქართულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „ეისითიმ“ ჩაატარა. საზოგადოებრივი მომსახურების მიმართ მოქალაქეთა დამოკიდებულების კვლევა ეყრდნობა 18 წელზე ზემოთ ასაკის 3,800 მოქალაქის გამოკითხვისა და ჩაღრმავებული ინტერვიუების შედეგებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები