LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალი გაფართოვდა

140
ტავ ჯორჯია

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანიამ „ტავ ჯორჯია“ მგზავრებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნის, აეროპორტის გამტარუნარიანობის გაზრდისა და რიგების შემცირების მიზნით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალი გააფართოვა. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ 2 200 000 ლარი შეადგინა.

გამგზავრების ტერმინალს ახალი სივრცე შეემატა, რის შედეგადაც გაიზარდა საპასპორტო კონტროლის ჯიხურების რაოდენობა, გაფართოვდა საავიაციო უშიშროების შემოწმების ზონა და გამგზავრების დარბაზში მდებარე ბიზნესლაუნჯი. ასევე, მოეწყობა სწრაფი დერეფანი სპეციალური საჭიროებებისა და ბიზნესკლასის მგზავრებისთვის, რაც მათ საშუალებას მისცემს საჭირო პროცედურები რიგში დგომის გარეშე, მაქსიმალურად მოკლე დროში გაიარონ.

სარეკონსტრუქციო სამუშაოები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, დაგეგმილ ვადაში დასრულდა.