LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 3 რეისი გაუქმდა

111

უამინდობის და ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამი რეისი გაუქმდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ეს რეისებია: Lufthansa – მიუნხენის მიმართულებით, Qeshm Air – თეირანის მიმართულებით და Turkish Airlains – სტამბულის მიმართულებით.

გარდა ამისა, Georgian Airways-ის მოსკოვის რეისი თბილისის ნაცვლად, თავდაპირველად ქუთაისში ჩაფრინდა და შემდეგ გადმოფრინდა თბილისში. ასევე, ქუთაისში დაეშვა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი და უახლოეს პერიოდში გადმოფრინდება თბილისში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები