LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით უჯმაჯურიძე გარდაიცვალა

1419
j4af2krjvvtq1fp

51 წლის ასაკში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით უჯმაჯურიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს და ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს უსამძიმრებს. არსებული ინფორმაციით, დავით უჯმაჯურიძე  გულის შეტევით გარდაიცვალა.

დავით უჯმაჯურიძე თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. ის ასევე იყო საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის და სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრი.

2004/2008 წლებში ის საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g