ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მთაწმინდის, ჩუღურეთისა და დიდუბის რაიონებში პირველი მარტიდან ამოქმედდება, ხოლო საბურთალოს რაიონში ზონალური პარკირებისთვის დამატებითი ადგილები გამოიყოფა. ჯამში, ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის სულ 1 838 ადგილია გამოყოფილი. მათ შორის, 44 ადგილი შშმ პირთა პარკირებისთვის, ხოლო ელექტრომობილების დამუხტვისთვის – ოთხი ადგილი.
გარდა ამისა, პირველი თებერვლიდან პარკირების არეალებში განთავსდება საინფორმაციო ჯიხურები, სადაც მოქალაქეები კონსულტაცის მიღებასა და უფასო პარკირებით სარგებლობისთვის რეგისტრაციის გავლას შეძლებენ.
ზონალურ-საათობრივი პარკირება მოიცავს შემდეგ ქუჩებს:
დიდუბის რაიონი: გიორგი ცაბაძის ქუჩა – 61 ადგილი; აკაკი წერეთლის გამზირი – 29 ადგილი;
ჩუღურეთის რაიონი: მურმან ლებანიძის ქუჩა – 25 ადგილი; გენერალ კვინიტაძის ქუჩა – 18 ადგილი; დავით აღმაშენებლის გამზირი – 203 ადგილი; ბაქოს ქუჩა – 21 ადგილი; ია კარგარეთელის ქუჩა – 19 ადგილი; ლუი პასტერის ქუჩა – 37 ადგილი; ორდე დგებუაძის ქუჩა – 23 ადგილი; ჯანსუღ კახიძის ქუჩა – 16 ადგილი; გიორგი ტოვსტონოგოვის ქუჩა – 20 ადგილი; ზურა ჭავჭავაძის ქუჩა – 24 ადგილი; კოტე მარჯანიშვილის ქუჩა – 47 ადგილი; სანკტ-პეტერბურგის ქუჩა – 17 ადგილი; დოდო აბაშიძის ქუჩა – 27 ადგილი.
მთაწმინდის რაიონი: თავისუფლების მოედანი – 14 ადგილი; გიორგი ლეონიძის ქუჩა – 38 ადგილი; ივანე მაჩაბლის ქუჩა – 55 ადგილი; გერონტი ქიქოძის ქუჩა – 41 ადგილი; პაოლო იაშვილის ქუჩა – 35 ადგილი; ლადო ასათიანის ქუჩა – 60 ადგილი; გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა – 19 ადგილი; შალვა დადიანის ქუჩა – 71 ადგილი; მიხეილ ლერმონტოვის ქუჩა – 20 ადგილი; გიგა ლორთქიფანიძის ქუჩა – 33 ადგილი; ამაღლების ქუჩა – 79 ადგილი; სულხან საბას ქუჩა – 15 ადგილი; პავლე ინგოროყვას ქუჩა – 11 ადგილი; ვაჩნაძის და შენგელაიას ქუჩა – 14 ადგილი; ლადო გუდიაშვილის ქუჩა – 19 ადგილი; ანტონ ფურცელაძის ქუჩა – 43 ადგილი; არჩილ ჯორჯაძის ქუჩა – 24 ადგილი; გიორგი ჭანტურიას ქუჩა – 62 ადგილი; ათონელის ქუჩა – შვიდი ადგილი; სოლიკო ვირსალაძის ქუჩა – 11 ადგილი; რევაზ ლაღიძის ქუჩა – 33 ადგილი; მარი ბროსეს ქუჩა – 30 ადგილი; ვასო აბაშიძის ქუჩა – შვიდი ადგილი; შოთა მესხიას ქუჩა – 28 ადგილი; რეზო თაბუკაშვილის ქუჩა – 116 ადგილი; მედეა ჯაფარიძის ქუჩა – 12 ადგილი; მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა – 33 ადგილი; შოთა რუსთაველის გამზირი – 12 ადგილი; პირველი რესპუბლიკის მოედანი – 26 ადგილი; ძმები კაკაბაძეების ქუჩა – 21 ადგილი; ლეო ქიაჩელის ქუჩა – 30 ადგილი; გიორგი ახვლედიანის ქუჩა – 29 ადგილი; ნიკო ნიკოლაძის ქუჩა – 68 ადგილი.
საბურთალოს რაიონი: სიმონ ჩიქოვანის ქუჩა – 92 ადგილი; მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩა – 39 ადგილი; ჩაილურის ქუჩა – ოთხი ადგილი.
პირველი თებერვლიდან საინფორმაციო ჯიხურები შემდეგ ლოკაციებზე განთავსდება:
გიორგი ცაბაძის ქუჩა N11-ის მოპირდაპირედ („დინამო არენას“ მიმდებარედ);
დავით აღმაშენებლის გამზირი N150;
დავით აღმაშენებლის გამზირი N125;
დავით აღმაშენებლის გამზირი N83/23;
ამაღლების ქუჩა N12;
შალვა დადიანის ქუჩა N11;
რეზო თაბუკაშვილის ქუჩა N8-ის მოპირდაპირედ;
რეზო თაბუკაშვილის ქუჩა N27;
ნიკო ნიკოლაძის ქუჩა, ვერის ბაღის მიმდებარედ;
სიმონ ჩიქოვანის ქუჩა N15-ის მოპირდაპირედ.