LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საზღვარი იცვლება – 270 ჰექტარი ტერიტორია გარდაბანს გადაეცემა

204
Golfcourse1

კრწანისის რაიონში შემავალი 270 ჰექტარი ტერიტორია გარდაბნის მუნიციპალიტეტს გადაეცემა. დადგენილება, რომელიც თბილისის და გარდაბნის ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილებას ითვალისწინებს, პარლამენტმა 75 ხმით მიიღო.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მზია გიორგობიანის ინფორმაციით, მოხდა ტერიტორიის დემარკაცია და ამის ფარგლებში გადაწყდა საკითხის ამგვარად დარეგულირება.

„ტერიტორია, რომლის გადაცემა თბილისიდან ხდება გარდაბნისათვის, არის კრწანისის რაიონში და დაშორებულია კრწანისისგან. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იქნება ამ ტერიტორიის მიკუთვნება გარდაბნის მუნიციპალიტეტისათვის. აღნიშნული საკითხი ასევე მნიშვნელოვანია საინვესტიციო პაკეტების განხორციელებისა და მუნიციპალიტეტის გაძლიერების თვალსაზრისითაც“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ერთი კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისის საზღვარი შეიცვლება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g