თბილისის შემოსავლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია – ამის შესახებ განაცცხადებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს და განმარტავს, რომ მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობებია.
? ამ დროისთვის, ლიპყინულის, ქარისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ასევე:
? ძლიერი ქარისა და დაბალი ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის ფარავანის უღელტეხილის მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
? გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეზღუდვა მოქმედებს ასევე გუდაური – ფოსტა – ლარსის მონაკვეთზე, სადაც თოვისა და ქარბუქის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.