LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თბილისის ტრანსპორტი ევროპაში ყველაზე მოწესრიგებული იქნება” – კალაძე ტრაბახს აპირებს

267
78489990-3137001616316417-802486537286582272-o

დედაქალაქის მერიისთვის პრიორიტეტად კვლავ საპრანსპორტო პოლიტიკა რჩება, რომელსაც კახი კალაძე წარმატებულ რეფორმად აფასებს და ამბობს, რომ მიუხედავად მცირე პრობლემებისა, ის დაპირება, რაც მან დედაქალაქის მოსახლეობას მისცა, შესრულებულია. კახი კალაძემ მერიის სხდომაზე ისაუბრა მიმდინარე პროექტების იმ აუცილებელ კომპონენტებზე, რომელიც ეხება ძველი ტრანსპორტის ახლით ჩანაცვლებას ან სრულიად ახლით შეცვლას. კონკრეტულად საქმე ეხება ყვითელი ავტობუსების მოძრაობიდან გაყვანას და მის შეცვლას ახალი ავტობუსებით, ვინაიდან როგორც კალაძემ აღნიშნა – “ძველი ავტობუსები სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს, გამონაბოლქვის თვალსაზრისით კი კატასტროფააა”.

“ჩვენი მთავარი ამოცანაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება და მოწესრიგება. მოსახლეობას უნდა მივცეთ ამის შესახებ სრული ინფორმაცია. ჩვენი მთავარი დაპირება იყო ეს და ჩვენ კიდევ ვაპირებთ დამატებით ახალი ავტობუსების შემოყვანს. ეს შეეხება კონკრეტულ უბნებს და ქუჩებს, სადაც ავტობუსი ან საერთოდ არ დადის ან ლოდინის დრო არის დიდი. ამიტომ უკვე მიღებულია  გადაწყვეტილება და პარალელურ რეჟიმში მოხდება ჩანაცვლებაც და განახლებაც. რაც ჩვენზეა დამოკიდებული, საზოგადოებას ვაჩვენებთ, რასაც ვაკეთებთ”, – აცხადებს კახი კალაძე.

სატრანსპორტო რეფორმით კმაყოფილი დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ თბილისის ტრანსპორტი ევროპაში ყველაზე მოწესრიგებული იქნება და ამით “წატრაბახებასაც” აპირებს.

მიმდინარე პროექტით დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების იმედი აქვს კალაძეს. მან დღევანდელ სხდომაზე ვიცე მერს შეახსენა, რომ მიცემული დრო თითქმის ამოწურულია და დარჩენილ ერთ კვირაში ირაკლი ხმალაძემ უნდა მოასწროს სატრანსპორტო პოლიტიკაში რეფორმის ძირეული საკითხების მოგვარება.

“ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა იმ კერძო კომპანიებთან, ვისი მფლობელობაშიც არის დღეს “ყვითელი მარშუტკები”. პრობლემა, რომელიც დღეს დალექილია, დაიწყო ჩვენამდე და ახლა ამ პრობლემების მოგვარება ერთიანად გვიწევს. ერთი კვირის ეფექტიანი მუშაობით, მოვაგვარებ არსებულ საკითხებს და ერთი თვის თავზე დალაგებულ წინადადებას მოგაწვდით”, – აცხადებს ვიცე მერი.

ირაკლი ხმალაზე წინამორბედების მიმართ უკმაყოფილებას არ მალავს და ამბობს, რომ წინა პერიოდის მერიას მენეჯმენტი არ უვარგოდა.

სხდომაზე საუბარი იყო ასევე მომავალი წლიდან მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებაზე, რომელიც, როგორც კალაძემ აღნიშნა, ჩატარდება ხარისხიანად და არა ისე, როგორც მაგალითად ვარკეთილის მეტროსადგურში, სადაც სამუშაოების დასრულებისთანავე ჭერი ჩამოინგრა.

mazda magti 5g