LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი დააყაჩაღეს, წაღებულია თანხა

245
ჰოსპ

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა და სალარო აპარატი გაიტაცა.

ჩვენი ინფორმაციით, თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღით. მათ განახორციელეს გასროლა, რის შედეგადაც ფანჯარა დაზიანდა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებიდან წაღებულია თანხა.

“ფორტუნას” ყაჩაღობის ფაქტი დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილით ყაჩაღობის ფაქტზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g