LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები „ტულუზის დეკლარაციას“ შეუერთდნენ

76
5bfe38172aa1ce22a071230e

ბრიუსელში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები „ტულუზის დეკლარაციას“ შეუერთდნენ, რომელიც 2050 წლისთვის საავიაციო სფეროში ნულოვან ემისიასა და დეკარბონიზაციას ისახავს მიზნად.

„ტულუზის დეკლარაციით“ პირველად აღინიშნა ის ფაქტი, რომ ევროპის ქვეყნები, ევროკომისია, საავიაციო სფეროს მთავარი აქტორები, გაერთიანებები და სხვა ძირითადი დაინტერესებული მხარეები ოფიციალურად უერთდებიან ავიაციის დეკარბონიზაციას. ამ დეკლარაციით, წლის მეორე ნახევარში დაგეგმილია ICAO-ს მიერ სპეციალური პაქტის შემუშავება, რომელიც საერთაშორისო ავიაციაში CO2-ის გაფრქვევას შეამცირებს.

დღეისათვის ევროპის 200-მდე, ხოლო მსოფლიოს 400 აეროპორტი უკვე სერტიფიცირებულია აეროპორტების ნახშირბადის აკრედიტაციის პროგრამაში. „ტულუზის დეკლარაციის“ ხელმომწერი ACI Europe და ავტომატურად ორგანიზაციაში გაწევრიანებული აეროპორტებიც არიან.

„თითოეული აეროპორტი, რომელიც ხელს აწერს ამ დეკლარაციას, საგრძნობლად ცვლის ჩვენს მომავალს, ინდუსტრიას, ეკონომიკას და საზოგადოებას. ისინი კვლავაც გვიჩვენებენ თავიანთ ამბიციებს, ხედვებს და თავიანთი დაუღალავი ქმედებების ბრწყინვალე შედეგებს. აღფრთოვანებული ვარ და აღტაცებას გამოვხატავ თითოეული მათგანით“, – აცხადებს ACI EUROPE-ის გენერალურმა დირექტორი ოლივიე იანკოვეცი.

„გვიხარია, რომ ჩვენს მიერ მართვადი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები, შეუერთდნენ „ტულუზის დეკლარაციას“, ჩვენ მზად ვართ გამოვიჩინოთ უფრო მეტი ინიციატივა და ჩავერთოთ აეროპორტების დეკარბონიზაციის პროცესში“, – აცხადებს „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g