LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების სერვისებსა და პოტენციალს დუბაიში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან

106
დუბაი

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები დუბაიში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაზეა წარმოდგენილი.

Arabian Travel Market უკვე 32-ედ ტარდება. ღონისძიების წლევანდელი თემაა „გლობალური მოგზაურობა: კავშირების გაძლიერება ტურიზმის ხვალინდელი დღისთვის”.

საექსპოზიციო სივრცე დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრშია განთავსებული და 55 000-ზე მეტ დელეგატს მასპინძლობს 166 ქვეყნიდან.

აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი კომპანიების 33% ახლო აღმოსავლეთში, 67% კი დანარჩენ მსოფლიოშია დაფუძნებული.

Arabian Travel Market-ზე თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს TAV Airports Holding-ის მარკეტინგის დეპარტამენტი წარმოადგენს. ჰოლდინგის წარმომადგენლები, შეხვედრების ფარგლებში, სხვადასხვა ავიაკომპანიასა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს თბილისისა და ბათუმის აეროპორტების სერვისებისა და პოტენციალის შესახებ აწვდიან ინფორმაციას.

magti 5g