LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისისთვის ეკოლოგიურად სუფთა 200-მდე ახალ ავტობუსს შეიძენენ

38

თბილისში ეკოლოგიურად სუფთა, ახალი ავტობუსების შესაძენად მერიამ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ახალმა დირექტორმა მამუკა კობახიძემ განაცხადა, მომავალ წელს, პირველ ეტაპზე 200-მდე ახალ ავტობუსს შეიძენენ.

„ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შესაძენად ჩვენ ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ, რათა ავტობუსების შესაძენად სავარაუდო ფასები მივიღოთ მისი გაბარიტებიდან გამომდინარე. არის მარშუტები, სადაც გრძელი ავტობუსები ვერ მოძრაობენ. პატარა ავტობუსებია საჭირო. 2018 წლის დასაწყისში შესყიდვაზე კონკურსს გამოვაცხადებთ. პირველ ეტაპზე 200 ერთეულის შეძენა იგეგმება. შემდეგ მგზავრთა ნაკადების კვლევა რასაც გვიჩვენებს, ამის მიხედვით ავტობუსების შეძენა გაგრძელდება. სრული ავტოპარკი, დაახლოებით, 3-4 წელიწადში მთლიანად უნდა იყოს ჩანაცვლებული“, – განაცხადა მამუკა კობახიძემ.

მისივე თქმით, ასევე გათვალისწინებულია ავტობუსის ხაზების დამატება. მერიას აქვს დაკვეთილი პროექტი და მგზავრთა მონიტორინგი მიმდინარეობს. შესაბამისად, შესაძლებელია რამდენიმე ახალი ხაზი დაემატოს.

როგორც მამუკა კობახიძე ამბობს, ყოველდღიურ რეჟიმში ქალაქში დღეისთვის 525–530 ავტობუსი მოძრაობს, რეზერვში კი 100 ავტობუსია ანუ სულ ქალაქს 650 ავტობუსი ემსახურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები