LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისობა 2022“-თან დაკავშირებით ევროპის მოედნის მიმდებარედ მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

123
241989432_0_0_2000_1258_1920x0_80_0_0_12f532cbc2f1c81ff11e04b638d0f0ff

„თბილისობა 2022“-თან დაკავშირებით, ევროპის მოედნის მიმდებარედ სატრანსპორტო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა.

თბილისის მერიის ცნობით, შეზღუდვა 30 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მოცემულ პერიოდში, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდული იქნება მეტეხის ხიდიდან მეტეხის აღმართის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით კი, მძროლები მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ ერთ ზოლში.

აღნიშნული ცვლილება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არ გავრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები