“თბილისობის” დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქში სატრანსპორტო შეზღუდვები წესდება.
შსს-ს ინფორმაციით, 5 ოქტომბერს დილის 05:00 საათიდან მოძრაობა აკრძალულია ევროპის მოედანზე, ასევე მეტეხის ხიდზე და აბანოთუბნიდან გორგასლის მოედნის მიმართულებით.
მოძრაობა შესაძლებელია თუმანიანის ქუჩიდან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით.
ასევე, 5 ოქტომბრის 21:00 საათიდან მოძრაობა დაკეტილია რესპუბლიკის მოედანზე.
რუსთაველიდან მოძრავი ნაკადი იმოძრავებს რესპუბლიკის მოედნის გავლით კოსტავას ქუჩის მიმართულებით, ხოლო მელიქიშვილი კოსტავას ქუჩიდან მომავალი ნაკადი იმოძრავებს ელბაქიძის დაღმართის გავლით სანაპიროს მიმართულებით.
მოძრაობა შეზღუდულია ახვლედიანის მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე სრულად დაკეტილია ბარათაშვილის მარცხენა პანდუსი.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია მისთვის განკუთვნილ ზოლში, კერძოდ, ახვლედიანიდან ბარათაშვილის ხიდისა და წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მიმართულებით.
6 ოქტომბერს, 9:00 საათიდან 23:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა ოქროყანაში, მთაწმინდის პარკის მიმართულებით.
გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც განლაგებული იქნება შინდისი-ოქროყანის გზაჯვარედინზე.
მოძრაობა სრულად აღდგება “თბილისობის” დღესასწაულის დასრულებისთანავე.