LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ეწვია

116
მასაცუგუ ასაკავა

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიურ შეხვედრაში მონაწილეობის მიღების მიზნით თბილისს, მეუღლესთან ერთად, ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა ესტუმრა.

მაღალი რანგის სტუმარს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე დახვდა. ხანმოკლე შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და ბანკის წლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების გარდა, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხვდება.

აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრას საქართველო 2 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს. გაიმართება 70-მდე ღონისძიება. სხვადასხვა რანგის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იმსჯელონ ეკონომიკური განვითარების ტენდენციებსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების როლზე ეკონომიკური განვითარების მიზნების მიღწევაში, მათ შორის, კლიმატის ცვლილების და სხვა გლობალური კრიზისული გამოწვევების როლზე.