LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისს უფრო დიდი აეროპორტი სჭირდება“ – ფინანსთა მინისტრი

123
ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ დღის წესრიგში ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა დგას. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი ვადებიც არსებობს.

„ფაქტობრივი გარემოებაა, რომ თბილისს სჭირდება უფრო დიდი აეროპორტი. მნიშვნელოვნად, ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა. დღეს არსებულ ტერიტორიაზე თბილისის აეროპორტს არ აქვს შესაძლებლობა, იმ მასშტაბის გაფართოება განახორციელოს, რა მასშტაბითაც ქვეყანას სჭირდება. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. ამის შესახებ შესაბამისი ვადებიც არსებობს. ისე არ არის, რომ გადაწყვეტილება დღეს და ხვალ იქნას მიღებული. ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება – უშუალოდ დეტალებთან, კონტრაქტთან დაკავშირებით. ობიექტური მოცემულობაა, რომ თბილისს უფრო დიდი აეროპორტი სჭირდება, რომელსაც ექნება მეტი გამტარიანობა“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

 

როდის დაიწყება ანაკლიის პორტისა და ახალი აეროპორტის მშენებლობა – ღარიბაშვილის პასუხი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g