LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში არსებული 63 უფასო სასადილოთი დღეში 42 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს

38
უფასო სასადილოები

თბილისში 63 უფასო სასადილოა, რომლითაც დღეში 42 075 ბენეფიციარი სარგებლობს. ერთ დღეში ერთი ბენეფიციარისთვის მომსახურების ფასი 1.7 ლარია.

“ძირითად სიაში რეგისტრირებულ ბენეფიციართა გარდა, რომელთაც მათზე გათვლილი ულუფის ყოველდღიურად მიღება შეუძლიათ, უფასო სასადილოებში რეგისტრირებულია დამატებითი სიის 3603 ბენეფიციარიც, რომელიც საკვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს, თუ სასადილოში ძირითად სიაში მყოფი ბენეფიციარი არ გამოცხადდება. ყველაზე მეტი ბენეფიციარი ნაძალადევის რაიონში მდებარე უფასო სასადილოებს ჰყავს. ამ რაიონში სულ 10 სასადილოა, სადაც ძირითადი სიაში 8053, ხოლო დამატებით სიაში 722 ბენეფიციარია რეგისტრირებული”, – აღნიშნულია „ინტერპრესნიუსის“ მიერ დედაქალაქის მერიიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g