LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ასფალტის დამუშავების ინოვაციური ტექნოლოგია დატესტეს

19

კომპანია B.N.G-მ საქართველოში  ინოვაციური ტექნოლოგია – Rinophalt-ი შემოიტანა.

ტექნოლოგია ასფალტზე სპეციალური ხსნარის მოსხმას გულისხმობს, რაც მის სიცოცხლისუნარიანობას ზრდის.

კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ასფალტის საფარს 50%-ით უხანგრძლივდება სიცოცხლისუნარიანობა, ხოლო მეორედ გამოყენების შემდეგ, 100%-ით.

თბილისში პირველად, აღნიშნული ხსნარი საცდელ რეჟიმში, ვაჟა ფშაველას გამზირის მონაკვეთზე მოესხა (ასათიანის ქუჩის კვეთასთან)

როგორც „ფორტუნას“ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განუცხადეს, ასფალტის ეს მონაკვეთი თბილისში გუშინ დამუშავდა, ახლა კი მერია შედეგებს ელის.

„საცდელად დამუშავდა ეს მონაკვეთი, რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ. ჩატარდება სპეციალური ტესტი და თუ მართლად, ისეთი ეფექტური აღმოჩნდება, როგორც ამბობენ, შესაძებელია უკვე მისი სხვა მონაკვეთებზე გამოყენება“, – განაცხადეს კეთილმოწყობის სამსახურში.

მათივე თქმით, აღნიშნული ტექნოლოგიით ასფალტის დამუშავების შემდეგ, შესაძლოა გზებმა 30-40 წლის განმავლობაში გაძლოს, რაც ინსფრასტრუქტურულ ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები