LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ბინის დაქირავება თითქმის 80%-ით ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე მანამდე

1014
binebi_0

თბილისში ბინის დაქირავება თითქმის 80%-ით ძვირი დაგიჯდებათ, ვიდრე მანამდე. საქმე ისაა, რომ „თიბისი კაპიტალმა“ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ 2022 წლის ივნისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში ქირის ფასი 79%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, კვლევის თანახმად, წელს ქირის ფასი 1კვ.მეტრზე 8.5 აშშ დოლარია.

რაც შეეხება გასაყიდ ფასს, „თიბისი კაპიტალის“ ცნობითვე, უძრავი ქონების ღირებულება წლიურად 16%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის ივნისის მონაცემებით, დედაქალაქში 1 კვ.მეტრის ყიდვის საშუალო ღირებულება 926 აშშ დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g