LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ცნობილი ექიმი, ლიკა ყანდარელი გარდაიცვალა

1319
ფორტუნა - 2023-08-22T134706.780

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და აკადემიური საზოგადოება, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ნევროლოგისა და ეპილეფტოლოგის ლიკა ყანდარელის გარდაცვალების გამო.

„2002 წლიდან, ქალბატონი ლიკა მოღვაწეობდა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ნევროლოგიის კათედრაზე. იგი გახლდათ, პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრი და არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომის ავტორი.

თანავუგრძნობთ მისი გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს და სამძიმარს ვუცხადებთ ქალბატონი ლიკას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს,“ – ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები