თბილისში, დადიანის ქუჩაზე, ე.წ. შრომითი რეზერვების სპორტდარბაზში, მეორე სართულის სახურავზე ხანძარი გაჩნდა.
როგორც რადიო „ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.
მათივე ცნობით, დაშავებულების შესახებ მათთან ინფორმაცია არ შესულა.
უწყების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ჯგუფები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის პროცესი.
ფოტო: „ჩემი ქალაქი მკლავს“