თბილისის ქუჩებში ძლიერი წვიმაა. თამარაშვილის ქუჩაზე ამ წუთებში ძლიერის ქარის შედეგად გარე ბანერი ჩამოვარდა.
ასევე, როგორც კადრებიდან ირკვევა ბახტრიონის ქუჩაზე ხე წაიქცა და ავტომობილებს დაეცა, საბედნიეროდ დაშავებული არავინაა.
ქუჩის კადრებს სოციალურ ქსელში „ჩემი ქალაქი მკლავს“ გვიზიარებს.